საოლქო საარცევნო კომისიის წარმომადგენელი “ევროპული საქართველოდან” ბესო დონაძე მოუწოდებს ცესკოს თვმჯდომარეს თამარ ჟვანიას გააკონტროლოს ზუგდიდის 76-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი, რათა ზუგდიდში არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. დონაძე საოლქო კომისიას ოცნების შტაბად მოიხსენიებს და აცხდებს, რომ რამდენჯერმე მიმართეს საოლქო კომისიას საჩივრით, თუმცა, კანოპნდარღვევა მირანდა მესხმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ აღმოაჩინა, მაშინ, როდესაც ბესო დონაძის თქმით, დღეს საოლქო კომისიამ სარჩელი მის წინააღმდეგ განიხილა, რომელიც დონაძის პირად გვერდზე გიგი უგულავას ფოტოს მოწონებას ეხებოდა. ბესო დონაძის ბრალდებებს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არ უპასუხეს. მირანდა მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დრო არ ქონდა და კომენტარს ვერ გააკეთებდა.
- Tags
- video
სიახლეები
საზოგადოება
ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა
გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...
სიახლეები
20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...
სიახლეები
UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა
UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...
სიახლეები
უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...