მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი: ველოდებით ყველა ადამიანს, რომელიც ითხოვს ცვლილებებს და მზად არის, რომ...

ზაალ უდუმაშვილი: ველოდებით ყველა ადამიანს, რომელიც ითხოვს ცვლილებებს და მზად არის, რომ 31 ოქტომბერს ამ ცვლილებების მთავარი ავტორი იყოს

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი წინასაარჩევნო ღონისძიების გამართვისთვის ემზადება.

“დღეს ჩვენ გვაქვს წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება. აქ იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონიდან და არამხოლოდ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები, არამედ ველოდებით ყველა ადამიანს, რომელიც ითხოვს ცვლილებებს და მზად არის, რომ 31 ოქტომბერს ამ ცვლილებების მთავარი ავტორი იყოს. აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი

კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ იმ გზავნილებს, რომელიც მოსახლეობისადმი გაგვაჩნია. დღეს სცენაზე გამოვლენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და ისინი მიაწვდიან მთავარ გზავნილებს აქ შეკრებილ მოსახლეობას. 31 ოქტომბრამდე დარჩენილია 2 დღე და ეს იქნება ის დამაგვირგვინებელი შეხვედრა, რომელიც დაასრულებს ჩვენ საარჩევნო კამპანიას”, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისათვის დღეს, დილის 9 საათზე ზუგდიდიდან თბილისისკენ დაიძრა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ავტოკოლონაც, რომელსაც გზადაგზა ათასობით ადამიანი შეუერთდება

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...