მთავარისიახლეებიპოლიტიკა49%-ს ხელისუფლების შეცვლა სურს - IPSOS-ის ახალი კვლევა

49%-ს ხელისუფლების შეცვლა სურს – IPSOS-ის ახალი კვლევა

Published on

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, “მთავარი არხი” ფრანგული კომპანია Ipsos-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.

კითხვაზე – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გსურთ რომ ხელისუფლება შეიცვალოს თუ იგივე დარჩეს? – პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მინდა იგივე დარჩეს 26%
  • მინდა შეიცვალოს 49%

“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში “არჩევნები 2020”.

შეგახსენებთ, მსგავსი შეკითხვა ასევე “მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებულ Ipsos-ის სხვა კვლევებშიც დაისვა. 

რიგით მესამე კვლევაში გამოკითხულთა პასუხები კითხვაზე : გინდათ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს? ასე გადანაწილდა: 

  • მინდა – 57%
  • არ მინდა – 25%

მეორე კვლევის პასუხები : 

  • მინდა – 56% 
  • არმინდა – 26%

პირველ კვლევაში: 

  • მინდა – 57%
  • არ მინდა – 26%

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...