მთავარისიახლეებისაზოგადოებაIPSOS-ის ახალი კვლევა არჩევნებამდე 3 დღით ადრე. მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები...

IPSOS-ის ახალი კვლევა არჩევნებამდე 3 დღით ადრე. მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

Published on

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, “მთავარი არხი” ფრანგული კომპანია IPSOS-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.

კითხვაზე – მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – პასუხები ალოკაციის მიხედვით, ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 40%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 33%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 7%
  • ევროპული საქართველო – 7%
  • ლელო – 4%
  • ლეიბორისტული პარტია – 2%
  • გირჩი – 2%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%
  • ერთიანი საქართველო – 1%
  • მოქალაქეები – 1%
  • სხვა პარტიები – 1%

(ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) 

ცნობისთვის, “მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია  ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში “არჩევნები 2020”.

შეგახსენებთ, მსგავსი შეკითხვა ასევე “მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებულ Ipsos-ის სხვა კვლევებშიც დაისვა.

სიახლეები

პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილს სპეკულაციურს უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ლიდერი,...

ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს...

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...

ჯარში გაწვევაზე უწყება საიტზე ატვირთვიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

ჯარში გაწვევის უწყება საიტზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" მთავრობის...