სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
ზუგდიდში დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სიახლეები
სიახლეები
მაღალჩინოსნების მოადგილეები სახელფასო დანამატებს და პრემიებს მიიღებენ
ახალი კანონპროექტით, რომელიც პარლამენტის საიტზე უკვე დარეგისტრირდა, მაღალჩინოსნების მიადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს...
სიახლეები
ნინო საღირიძეს ტროტუარზე დგომის გამო, 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ნინო საღირიძეს ტროტუარზე დგომის გამო, 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
მუხლი, რომლის მიხედვითაც...
სიახლეები
ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეები დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოვლინდა კორუფციის ფაქტები და დაკავებულია 3...
სიახლეები
საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის...