მთავარიUncategorizedგიორგი გაბედავას ამქრის პროვოკაცია „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ ზუგდიდში

გიორგი გაბედავას ამქრის პროვოკაცია „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ ზუგდიდში

Published on

ზუგდიდში სამართალდამცველებმა „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა.

მისი თქმით, სიტუაციაში, როცა მთელი ყურადღება უნდა კონცენტრირდეს მძევლების განთავისუფლებაზე, ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს ეწევიან.

,,გიორგი გაბედავა პროვოკატორია და აქ ხელისუფლებამ ჩამოიყვანა – ირაკლი კვარაცხელიას შეიძლება ხვალინდელი დღე არ გაუთენდეს და ესენი პირდაპირ ადებენ ხელს, რომ პროვოკატორია ”- განაცხადა მან.

უგულავას განცხადებით, დაკავებას წინ უძღოდა ის, რომ პროვოკატორმა გიორგი გაბედავამ მათი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგ მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი დააკავეს.

გიგი უგულავა განმარტავს „ქართული მარშის“ კანდიდატ გიორგი გაბედავასთან დაპირისპირების მიზეზებს:

როგორც უგულავამ აღნიშნა, გაბედავა „საქართველოს ბანკის“ ფილიალის თავდასხმის შედეგად მძევლად აყვანილ ზოგიერთ პირთან დაკავშირებით პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებდა, კერძოდ, ის ირაკლი კვარაცხელიას, რომელიც მოქალაქეებთან ერთად თავდამსხმელმა ბანკში მძევლად აიყვანა, „ზონდერს“ უწოდებს.

„გიორგი გაბედავამ დაიწყო საუბარი თქვენი ზონდერიაო. არადა, ადამიანი ამ დროს მძევალია. გიორგი გაბედავა ნულია, „შნირია“, არაფერია ის. პრობლემა ხელისუფლებაშია. რა თქმა უნდა, გაბედავა მოიყვანეს აქ. ის პროვოკატორია. ირაკლი კვარაცხელიას შეიძლება ხვალინდელი დღე არ გაუთენდეს და ესენი უკვე პირდაპირ ადებენ ხელს, რომ კვარაცხელია პროვოკატორია. ყველა პოლიციელს ვეუბნები, ვინც თავისი საქმით არაა დაკავებული, სათითაოდ მოგეკითხებათ“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები შეკრებილები არიან ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც შეიარაღებულ თავდამსხმელს მოქალაქეები მძევლად ყავს აყვანილი. ადგილზე იმყოფებიან მძევლების ახლობლებიც.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...