მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ლიაში მსუბუქი ავტომობილი 5 წლის ბავშვს დაეჯახა

სოფელ ლიაში მსუბუქი ავტომობილი 5 წლის ბავშვს დაეჯახა [Video]

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მსუბუქი ავტომობილი 5 წლის ბავშვს დაეჯახა.  არსებული ინფორმაციით, მას მსუბუქი ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც მამასთან ერთად ქუჩაზე გადადიოდა. ბავშვი სასწრაფო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. პაციენტს შუბლის ძვლისა და ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნება. ის მართვის სუნთქვაზე იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...