მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დაუპიპინე ბიძინას" - "ევროპული საქართველოს" აქცია ზუგდიდიდან დაიწყო

“დაუპიპინე ბიძინას” – “ევროპული საქართველოს” აქცია ზუგდიდიდან დაიწყო [ Video]

Published on

“დაუპიპინე ბიძინას” – “ევროპული საქართველო” დღეს თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქციას მართავს. აქციის ფარგლებში ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების ავტოკოლონა  ზუგდიდიდან თბილისისკენ უკვე დაიძრა.

საავტომობილო კოლონა პარტიის ადგილობრივი შტაბიდან სამანქანო სიგნალების თანხლებით დაიძრა და დღის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბებიან . მათი თქმით, აქციის მიზანია, “ქართული ოცნების” ლიდერს შეახსენონ, რომ მისი მმართველობის პერიოდი დასრულებულია.

“ევროპული საქართველოს” მოწოდებას კახეთშიც შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში პარტიის წევრებმა  და მხარდამჭერებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის  სოფლები  მანქანებით  და სიგნალით მოიარეს. რის შემდეგაც კოლონით თბილისისკენ  გაემართნენ და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. მათი თქმით, ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ “ქართული ოცნების” 8 წლიან მმართველობას.

სიახლეები

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...

ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაასანქცირა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური...

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...