მთავარისიახლეებიკონფლიქტებიშემთხვევა ფსოუს საზღვარზე - შეიარაღებული თავდასხმა საბაჟოს თანამშრომელზე

შემთხვევა ფსოუს საზღვარზე – შეიარაღებული თავდასხმა საბაჟოს თანამშრომელზე

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მოქალაქე რადი გერზმავას წინააღმდეგ, რომელმაც 30 მარტს ფსოუს საზღვარზე მოქმედ საკონტროლო გამშვებ პუნტზე დანით დაჭრა  საბაჟო სამსახურის თანამშრომელი მუცლის არეში და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.  
შემთხვევა ღამის 3 საათზე მოხდა, ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა მებაჟე ტვირთის დათვალიერებას ცდილობდა.  
ბრალდებული ქალაქ გუდაუთის მცხოვრებია, 1982 წელს დაბადებული, დანაშაულის მოტივი ოფიციალურად არ სახელდება.  
საქმე აღძრულია ოკუპირებული აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 319 -ე  მუხლით, რომელიც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებული პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით.
 

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...