მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციულ რესურს იყენებს...

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციულ რესურს იყენებს – “ევროპული საქართველო” [Video]

Published on

„ევროპული საქარველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებმა  საჩივარი შეიტანეს ზუგდიდის N67 საარჩევნო ოლქში. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი, მის საარჩევნო კამპანიაში იყენებს ადმინისტრაციულ  რესურსს, კერძოდ, მისი შტაბის უფროსი გეგა შენგელია ინფრასტრუქტურულ პროექტებს ამთხვევს იმ სოფლებში, რომელ სოფლებშიც აკეთებს შეხვედრებს ირაკლი ჩიქოვანი.

ზუგდიდის N67 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, დღეს შემოვიდა საჩივარი, შესაბამისად ისინი მოიკვლევენ, შეისწავლიან და კანონით დადგენილ ვადებში მიიღებენ გადაწყვეტილებას.  „ევროპული საქარველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ შეტანილ საჩივარს თან ახლდა ფოტო  მასალა.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...