თურქეთის პარლამენტის სპიკერმა, ნუმან ქურთულმუშმა ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის გუნდის შეხვედრისას თურქ გულშემატკივრებთან დაკავშირებული მოვლენები შეაფასა და მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებს „ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა დარღვევა“ უწოდა.
ანკარის პოზიციით, კატეგორიულად მიუღებელია ძალის გამოყენება იმ ქომაგების წინააღმდეგ, რომლებმაც სტადიონზე პალესტინის დროშა გაშალეს და ლოზუნგით — „თავისუფლება პალესტინას!“ — გამოვიდნენ.
ნუმან ქურთულმუში შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებს მომხდარ ინციდენტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.