მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში კოვიდინფექცია 68 პირს დაუდასტურდა, მათგან 39 შემთხვევაა ზუგდიდში

სამეგრელოში კოვიდინფექცია 68 პირს დაუდასტურდა, მათგან 39 შემთხვევაა ზუგდიდში [Video]

Published on

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 279 ნიმუშებიდან 68-ზე დადებითი პასუხია. აქედან 39 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 29 კი ცხელებით და სხავადსხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან. – ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიიდან მიაწოდეს.

“7 შემთხვევა გვაქვს ფოთში, ასევე 7 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 4 შემთხვევა გვაქვს სენაკში, ასევე ოთხი შემთხვევაა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში, რომელიც ცხელებით შესული პაციენტია. 1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანრტინე სივრცეში, რომელიც თბილისში მაცხოვრებელია და კოვიდი დაუდასტურდა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პირი. მათ შორის 6 რუხის კლინიკიდან და ერთი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (4 ზუგდიდი, 1 ფოთი, 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა (პოლონელი) და 1 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა). რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 232 ადამიანი.1 გარდაცვალება გვაქვს, გარდაიცვალა 87 წლის ქალბატონი, რომელიც არის ხობის მუნიციპალიტეტიდან და მკურნალობდა მცხეთის კოვიდ კლინიკაში, მას ქონდა სხვა თნმდევი ავადმყოფობები”- აცხადებენ ადმინისტრაციაში

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...