მთავარისიახლეებიკონფლიქტებიშარშან აფხაზეთში მავნებელმა მწერებმა თხილის ნარგავების 60% გაანადგურეს, უკეთესობას აქ არც...

შარშან აფხაზეთში მავნებელმა მწერებმა თხილის ნარგავების 60% გაანადგურეს, უკეთესობას აქ არც წლეულს ელიან

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში საგაზაფხულიო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ძალას იკრებს.
 
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსის თამაზ წვიჟბას განცხადებით, რაიონში წელს იგეგმება  სიმინიდის მოყვანა 2300 ჰეტქრზე , რაც 30%-ით არემატება შარშანდელ მაჩვენებელს. მისი თქმით ამ დროისათვის მოხნულია მხოლოდ ათი ჰექტარი  მიწა, მაგრამ მაისისთვის სახნავი სამუსაოები დასრულდება თესვა დაიწყება. გლეხებს ახლა როგორც არასდროს სჭირდებათ მთავრობის დახმარება  საყანე მიწებისა და ბაღჩეული კუტურების დასათესად გამოყოფილი მიწების მოხვნაში, რაც შეეხება თხილის ნარგავებს , აქ მთავარი პრობლემაა  მავნებელი მწერების შემოსევა – შარშან მათ  თხილის ნარგავების დაახლოებით 60% გაანადგურეს,
 
უკეთესობას არც წელს ველით – ამბობს წვიჟბა –  ნარგავებს უკვე მოედო შხამქიმიკატებისადმი განსაკუთრებით მედეგი ჭუპრებიდან გამოჩეკილი უთვალავი მავნებელი, რომელთან გამკლავება მხოლოდ სახელმწიფოს დონეზეა შესაძლებელი და ამას თავს გლეხი და კერძო მეურნე თავს დამოუკიდებლად ვერ გაართმევს. 
 
დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელის თქმით, ამ  ეტაპზე მიმდინარეობს იმ ნიადაგის ინვეტარიზაცია სადაც თხილის ნარგავებია გაშენებული და, იმედია, გაკეთდება შესაძლებლობის მაქსიმუმი გლეხების მოსალოდნელი ზარალის შემცირებისათვის. 

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...