მთავარისიახლეებიმსოფლიოყირგიზეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა: ,,არცერთი ძალაუფლება არ ღირს ქვეყნის ერთობად და...

ყირგიზეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა: ,,არცერთი ძალაუფლება არ ღირს ქვეყნის ერთობად და საზოგადოების თანხმობად”

Published on

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ- გვერდზე გავრცელდა

“დედაქალაქ ბიშკეკში საზოგადოებრივი და პოლიტიკური სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა და მე მათ დანიშვნას ხელი მოვაწერე, თუმცა ამან ვერ განმუხტა დაძაბულობა. სამწუხაროდ, არ იკლებს აგრესია და ჩემი გადადგომის მოთხოვნები. არსებული ვითარება ახლოსაა ორმხრივ კონფლიქტთან. ერთ მხარეს არიან მომიტინგეები, მეორე მხარეს სამართალდამცავი ორგანოები. შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავები ვლადებულები იქნებიან იარაღი გამოიყენონ სამთავრობო რეზიდენციების დასაცავად. ამ შემთხვევაში, სისხლი დაიღვრება, ეს გარდაუვალია. მოვუწოდებ ყველა მხარეს არ წამოეგონ პროვოკაციებს.

ჩემთვის ყირგიზეთში მშვიდობა, ერთობა და საზოგადოებაში სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის ჩემი ყოველი თანამემამულის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია. მე არ ვებღაუჭები ძალაუფლებას. არ მსურს ყირგიზეთის ისტორიაში დავრჩე, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც სისხლი დაღვარა და ცეცხლი გაუხსნა საკუთარ მოქალაქეებს. ამიტომ მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება.

მოვუწოდებ ჯაფაროვს და სხვა პოლიტიკოსებს გაიყვანონ საკუთრი მომხრეები დედაქალაქიდან და ბიშკეკს მშვიდობიანი ცხოვრება დაუბრუნონ. არცერთი ძალაუფლება არ ღირს ქვეყნის ერთობად და საზოგადოების თანხმობად”. – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შგახსენებთ, 4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, მომიტინგეებმა აიღეს სამთავრობო შენობები და პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პოლიტიკოსები, მათ შორის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი.

აქციების ფონზე ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები  გააუქმა. ქვეყნის პრემიერმინისტრად ყოფილი პარლამენტარი და დემონსტრანტების მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული სადირ ჯაფაროვი აირჩიეს.

ჟეენბეკოვმა დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა , გამოაცხადა და თქვა,რომ მზად იყო თანამდებობა დაეტოვებინა, თუ დამტკიცდება გარდამავალი ხელისუფლება და დაინიშნება არჩევნები.

სიახლეები

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ...