მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდასტურდა [Video]

Published on

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სამეგრელოს მასშტაბით 346 ნიმუშის გამოკვლევა ჩატარდა. მათგან კორონავირუსის 8 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 3 შემთხვევა დადასტურდა ზუგდიდში, მათ შორის 1 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტია. 2 თბილისში გამოვლენილი კონტაქტია, 1 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, რომელიც წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, დანარჩენილი 4 შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხელებით იყვნენ მოთავსებულები რუხის კლინიკაში.- ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიაწოდა, მისი განმარტებით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 202 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 73 კოვიდ პაციენტი, აქედან 20-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი, მათგან 4 ზუგდიდის მკვიდრია, 1 მარტვილში მცხოვრები მოქალაქეა, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა, 1 თბილისში მცხოვრები მოქალაქეა და 1 ფოთის მკვიდრია, რომელიც ფოთის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. 1 გურიის რეგიონიდანაა, 4 ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 106 ადამიანი.

სიახლეები

კობახიძემ მდინარაძეს “სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის” წოდება მიანიჭა

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის" წოდება მიანიჭა - ამის შესახებ კობახიძის...

უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის მილოცვის წერილი გაუგზავნა

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური...

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...