მთავარისიახლეებიმსოფლიოყირგიზეთში მღელვარებაა - ხალხის ზეწოლით ცსკო-მ გუშინდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო

ყირგიზეთში მღელვარებაა – ხალხის ზეწოლით ცსკო-მ გუშინდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო

Published on

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომისიის წევრმა გულნარა ჯურაბაევამ განაცხადა.

„ცესკო-მ 12 ხმით არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო,“- წერს გულნარა ჯურაბაევა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“

ყირგიზეთში გუშინ დილიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის ოფიციალური შედეგების თანახმადაც, 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. გუშინ პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ხელახლა შეიკრიბნენ. დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის დაკავების ცენტრიდან გაათავისუფლეს. დღეს დილით აქციის მონაწილეებმა ქვეყნის მთავრობის შენობაც დაიკავეს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...