მთავარისიახლეებიმსოფლიოირანი აცხადებს, რომ თავის საზღვართან კონფლიქტს არ დაუშვებს და აქვს გეგმა, რომლითაც...

ირანი აცხადებს, რომ თავის საზღვართან კონფლიქტს არ დაუშვებს და აქვს გეგმა, რომლითაც შუძლია ყარაბაღის კონფლიქტი დაასრულოს

Published on

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, საიდ ხათიბზადემ განაცხადა, ირანს აქვს გეგმა, რომლითაც შუძლია ყარაბაღის კონფლიქტი დაასრულოს და საზღვრაზე უსაფრთხოების პრობლემები განმუხტოს. ინფორმაცია ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტო IRNA-მ გაავრცელა. 

ხათიბზადეს თქმით, ამ ძველი დავის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ არსებობს და ამასთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა და სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს.

მედიის ცნობით, ხათიბზადემ აღნიშნა, რომ ირანი თავის საზღვართან კონფლიქტს არ დაუშვებს და ორივე მხარეს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რათა კონტროლი არ დაკარგონ. მისივე თქმით, კონტროლის დაკარგვა მეტ სიკვდილიანობასა და ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპიკერმა განაცხადა, რომ ირანი მის დასავლეთ საზღვართან მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და კონფლიქტურ მხარეებთან კავშირს ინარჩუნებს. ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ტერიტორული მთლიანობის პატივისცემა და ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის აუცილებლობას.

ერთ კვირაზე მეტია მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. 27 სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ორივე მხარე ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულებზე. კონფლიქტში მონაწილე ორივე მხრიდან გარდაცვლილია 300-მდე, როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო პირი, დაჭრილია 1 000-მდე მოქალაქე.

საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ უშედეგოდ მოუწოდებს. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს თურქეთს, რომელიც მომხდარში მხოლოდ სომხეთს ადანაშაულებს და აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს. სომხეთსა და მთიან ყარაბაღში ამტკიცებენ, რომ ბრძოლებში ჩართულია თურქული არმიაც, რასაც აზერბაიჯანსა და თურქეთში უარყოფენ

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...