მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა [Video]

Published on

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 309 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 17 დადებითი პასუხია. აქედან 9 შემთხვევაა ზუგდიდში, მათ შორის არის 7 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტი, 1 ბაღდადში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 1 ცხელებით რუხის კლინიკაში შესული პაციენტია, რომელიც არსად არ მუშაობს და დიასახლისია, მიმდინარეობს მისი დაინფიცირების წყაროს მოძიება. 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, ისინი ევექსის კლინიკის თანამშრომლები არიან (კონკრეტულად მედდები). 5 ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია – მათი ნაწილი რუხის ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 186 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, მათგან 5 ზუგდდიის მკვიდრია, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა, ერთი კი აჭარის რეგიონიდანაა, რომელიც ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 133 ადამიანი. ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალზახ თორიამ მიაწოდა

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...