მთავარისიახლეებისაზოგადოებაrustavi2.ge ტელეკომპანიის ვებ გვერდის ახალი მისამართია - რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებს

rustavi2.ge ტელეკომპანიის ვებ გვერდის ახალი მისამართია – რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებს

Published on

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელის დავით დვალის მიერ ტელევიზიის ონლაინ პლატფორმის გათიშვის გამო, რუსთავი 2-ის ოფიციალურ ვებ გვერდი ახალ მისამართზე rustavi2.ge განთავსდება. როგორც ცნობლი გახდა, დვალმა, რომლის მეგობრის სახელზეც იყო რეგისტრირებული rustavi2 com, გათიშა და საიტის ტექნიკური შეფერხება გამოიწვია.ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია სპეციალურ განცხადებას ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს:,,შეფერხებით მუშაობს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ვებ გვერდი.  გადაცემა P.S-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არხის ყოფილმა მფლობელმა დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზე იყო რეგისტრირებული მისამართი rustavi2 com, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა რითაც 10 ათასობით ადამიანი, ვინც რუსთავი 2 – ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა ინფორმაციის გარეშე დატოვა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და რუსთავი 2-ის ოფიციალური ვებ გვერდი განთავსდება შემდეგ მისამართზე rustavi2.ge“.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....