მთავარისიახლეებისაზოგადოება„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ზუგდიდში საუბნო კომისიების 94 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ზუგდიდში საუბნო კომისიების 94 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს [Video]

Published on

სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების 94 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს. როგორც დღეს ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენელმა ალიკა კუპრავამ განაცხადა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს 94 ადამიანი წინა საერთო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენდა, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა.

 „სამოქალაქო პლატფორმის“ პრეტენზიებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ ეთანხმება, მისი თქმით,  საუბნო კომისიების წევრების არჩევა კანონის სრული დაცვით მოხდა.

 “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

სიახლეები

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...