მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ოფისი "ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ოფისი “ქართულ ოცნებას” ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს[Video]

Published on

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ოფისი “ქართულ ოცნებას” ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ბესიკ დონაძის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებად ააიპ-ების თანამშრომლებსა და სკოლების დირექტორების დანიშვნას აპირებენ, რომლებიც, როგორც დონაძე ამბობს, თავის მხრივ, მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებლები არიან. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი ამ პროცესს ხელს შეუშლიან.

ბრალდებებს უარყოფენ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განმარტებით, კანონმდებლობით დასახელებული პირების წარდგენა და დანიშვნა არ იკრძალება, თუმცა, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, ვის აირჩევენ უბნების თავმჯდომარეებად.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, პროცესი 30 სექტემბერს გამჭვირვალე იქნება და მასზე დასწრება პროცედურების შესაამისად დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ.

სიახლეები

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...