ხობში ქურდობა მოხდა[Video]

Published on

ხობის მუნიციპალიტეტში ქურდობა მოხდა, სოფელ  ხეთაში ტარიელ სერგიას ოჯახი გაქურდეს.

მძარცველებმა, რომლებიც ხეთის ცენტრში გადაადგილდებოდნენ, ჯერ სახლთან 200 მეტრში მაღაზიათა ქსელ „მაგნიტის“ ფილიალი გაძარცვეს, საიდანაც წაღებულია ნავაჭრი თანხა და პროდუქტები.  მაღაზიის თანამშრომლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება სერგიების სახლს, აქ მძარცველები სახლის ფანჯრიდან შევიდნენ. წაღებულია ოქროს სამკაულები.

სახლში არავინ იმყოფებოდა ,რადგან ოჯახის წევრები კახეთში  რთველზე იმყოფებია ნ,რათა საარსებოდ ყოველდღიური ლუკმა-პური იშოვონ.

შსს-ში აცხადებენ,რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით,რაც ქურდობას გულისხმობს.

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...