მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მცხოვრებ 15 პირს კრონავირუსი დაუდასტურდა,საიდანაც 14 არასრულწლოვანია

ზუგდიდში მცხოვრებ 15 პირს კრონავირუსი დაუდასტურდა,საიდანაც 14 არასრულწლოვანია[Video]

Published on

რეგიონის მასშტაბით 200 ტესტის ნიმუშიდან, 20 პასუხი დადებითია, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილის, 3 ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან, 15 არის ზუგდიდი, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან, ეს მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდელი კი არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან სამ სკოლაში, სადაც მათ შემხებლობა აქვთ გადავა დისტანციურზე, ეს სკოლებია რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძის საჯარო სკოლები. ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 92 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 69 კოვიდ პაციენტი, აქედან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 173 ადამიანი.

სიახლეები

EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...