მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდღის ბოლო ამბები ყარაბაღიდან

დღის ბოლო ამბები ყარაბაღიდან

Published on

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების დროს მინიმუმ 16 სამხედრო და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო, მთიანი ყარაბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, მათი მხრიდან 16 ჯარისკაცი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარე კი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა სომხეთის იერიშებს უპასუხეს და სომხური მხარის მხრიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად, გარდაცვლილია ერთი ოჯახის ხუთი წევრი.

აზერბაიჯანი ასევე აღნიშნავს, რომ მისმა ძალებმა აიღეს კონტროლი შვიდ სოფელზე.

მთიანმა ყარაბაღმა თავდაპირველად ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ მოგვიანებით აღიარა ”გარკვეული პოზიციების” დაკარგვა და განაცხადა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაშიც არის მსხვერპლი.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა განვითარებული მოვლენების გამო საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...