მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში იურიდიული დახმარების ბიურომ ახალი ოფისი გახსნა

ზუგდიდში იურიდიული დახმარების ბიურომ ახალი ოფისი გახსნა [Video]

Published on

იურიდიული დახმარების სამსახურმა ზუგდიდში ახალი ოფისი გახსნა, სადაც მოქალაქეებს უფასო სამართლებრივი დახმარება გაეწევათ. ოფისის გასხნის ცერემონიის შემდეგ  სტუმრებმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გადაინაცვლეს, სადაც ღია ცის ქვეშ იურიდიული დახმარების სამსახურის 15 წლიანი ისტორიის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყო.

სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურში ხორციელდება და მიზნად ისახავს გაწეული უფასო სამართლებრივი დახმარების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა როგორც ჩვენთან საუბარში განმარტა, უმნიშვნელოვანესია რეგიონებში კვალიფიციურ სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობისთვის  ხელმისაწვდომობა.

დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 25 საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს.

სიახლეები

EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...