მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

Published on

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის Antonov-26-ის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კადეტი იყო. 

თვითმფრინავი სამხედრო აეროპორტიდან 2 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა, ხარკოვთან მდებარე ქალაქ ჩუხუივში.

კადეტები საწვრთნელ ფრენაზე იყვნენ. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში თქვეს, რომ თვითმფრინავში სულ 27 პირი იყო. ორი პირი სერიოზულად დაშავდა, სამს ეძებენ. 

ავიაკატასტროფის მიზეზს იძებენ. უცნობია, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტთან დაკავშირებულია თუ არა ეს. 

ხარკოვის რეგიონალური გუბერნატორის, ოლექსი კუჩერის, თქმით, პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა პილოტმა ჩამოვარდნამდე ერთი ძრავის უკმარისობაზე განაცხადა, თუმცა ეს კრიტიკული სიტუაცია არ უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.

ადგილზე დღეს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...