სახიფათო გზა [Video]

Published on

საზღვრისპირა  სოფელ რუხში მდინარე ენგურზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორი ადამიანი შემოვლითი გზით გადაცურვის დროს დაიხრჩო.  65 წლის ოთარ ჯობავა  და 55 წლის ბესიკ რატია მდინარე ენგურის „ჩუმად“ გადაცურვით ცდილობდნენ დანარჩენ საქართველოში მოხვედრას. 

 სახიფათო გზას  ხიდის ჩაკეტვის დროს ენგურს გაღმა მცხოვრები ქართველები  სწორედ ამ მონაკვეთის გავლით  სხვადასხვა მეთოდებითა და ხერხებით  ცდილობენ, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან სატელეფონო საუბარში ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ კონფლიქტის შედეგად ორად გახლეჩილ მხარეებს შორის პირველ რიგში მოლაპარაკებები უნდა აღდგეს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქართული მხარე წინასაარჩევნო პროცესებშია ჩართული და   ვერ ახერხებს ენგურს გაღმა შექმნილ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას. ზაქარეიშვილის განმარტებითვე, ქართულ   მხარეს მართებს  გონივრულობა და პრაგმატულობა, რომ დროულად მოგვარდეს ჰუმანიტარული კრიზისი, რომლის წინაშეც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა იმყოფება.

სიახლეები

EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...