მთავარისიახლეებიმსოფლიოეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან ონლაინშეხვედრა გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან ონლაინშეხვედრა გამართა

Published on

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი წერეთელმა, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან ონლაინშეხვედრა გამართა.

წერეთლის თქმით, დღეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია და ეუთოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს დაეხმაროს ბელარუს ხალხს ვითარების განმუხტვასა და დიალოგის დაწყებაში. იგი აღნიშნავს, რომ ბელარუსში არსებული ვითარება უნდა იყოს გაკვეთილი ხელისუფლებებისთვის, რომელიც ეცდება არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას.

“ვისაუბრეთ იმ გამოსავალზე, რაც შეიძლება ამ მდგომარეობიდან იყოს, ოპოზიციის შეხედულებებზე და, რა თქმა უნდა, მიუღებლობაზე იმისა, რომ ძალიან ბევრი ლიდერი და სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ბევრი წარმომადგენელი დღეს ან დაპატიმრებულია, ან ქვეყნიდან არის გაძევებული. ის ვითარება, რაც ბელარუსშია, ძალიან საინტერესოა, როგორც გაკვეთილი ხელისუფლებებისათვის, ვინც ეცდება, რომ არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯები”, — განაცხადა გიგი წერეთელმა.

ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ და არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ. ასევე, ევროკავშირს მოუწოდეს, რომ ლუკაშენკოს ეკონომიკური სანქციები დაეკისროს

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...