მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდანაა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდანაა[Video]

Published on

საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, გარდაცვლილი 60 წლის ქალბატონია ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ სამ პაციენტთან ერთად იქნა  გადმოყვანილი  და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მისივე ინფორმაციით, სენაკში, კერძოდ სოფელ თეკლათში, კორონავირუსი სკოლის ორ მოსწავლესა და მასწავლებელს  დაუდასტურდა.

ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ მე-20  პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ამასთანავე მას თან ახლდა თანმხლები დაავადებებიც.

ცნობისთვის,  კორონავირუსით გარდაცვლილი 60 წლის ქალბატონი, ოკუპირებული აფხაზეთიდან 19 სექტემბერს გადმოიყვანეს, ის სოხუმის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგია. რის გამოც სკოლაში 2 კვირიანი კარანტინია გამოცხადებული.

ამასთანავე,  ფოთში  კორონავირუსის კიდევ 3  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 39 წლის ქალბატონს, 19 წლის ახალგაზრდას და 45 წლის მამაკაცს დაუდგინდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და მათი ინფიცირება ბათუმის კლასტერს უკავშირდება.

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...