მთავარისიახლეებისაზოგადოებაწუხელ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სამი ობიექტი ერთდროულად გაქურდეს

წუხელ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სამი ობიექტი ერთდროულად გაქურდეს[Video]

Published on

ჩხოროწყუს მუნიციპალიუტეტში წუხელ გამთენიისას, ერთმანეთის მიყოლებით სამი ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. ორი ქალაქის ცენტრში, ერთი კი ქვედა ჩხოროწყუში. ჩხოროწყუს ცენტრში, მშვიდობის ქუჩა 7-ში მდებარე სასურსათო მაღაზიის მეპატრონის ნოდარ ცირდავას თქმით, წუხელ დაახლოებით სამ საათზე მისი მაღაზიის კარები გატეხეს და სალაროდან წაიღეს 350-400 ლარის ოდენობით ხურდა ფული.
„9 საათზე ვნახე დილით, კარი იყო გატეხილი, სალაროდან იყო წაღებული ხურდა ფული, პროდუქტი წაღებული არ არის, ეგრევე გამოვიძახე პოლიცია და როგორ ც გავიგე, კვალზეც არიან უკვე გასულები, მაგრამ ჯერ არავინ დაუკავებიათ , ორჯერ ვიყავი დაკითხვაზე“- გვითხრა მან.
მისივე თქმით, გამთენიისას ასევე გაიქურდა ჩხოროწყუს ცენტრში მდებარე აფთიაქი, საიდანაც წაღებულია 250 ლარი და ქვედა ჩხოროწყუში მდებარე ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლოებით იგივე თანხა. შსს-ს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...