მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთიში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთიში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა [Video]

Published on

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით  გამოკვლეული ნიმუშებიდან კორონავირუსის ცხრა შემთხვევა დადასტურდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, ცხრა ინფიცირებულიდან  ერთი  ოკუპირებულ აფხაზეთს, კერძოდ, სოფელ საბერიოს კლასტერს მიეკუთვნება, ოთხი  პირიც ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, რომლებიც  საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 691 პირს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება. საიდანაც  500 ტესტის პასუხია ცნობილი, დანარჩენის პასუხი კი დღის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.  491 ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, ცხრა  კი დადებითი.

ამასთანავე, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 123 ადამიანი რჩება. ხოლო  რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის 60 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 გამოჯანმრთელდა და ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...