მთავარისიახლეებიმსოფლიოალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს, უკრაინასთან კი სასაზღვრო...

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს, უკრაინასთან კი სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

Published on

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს, უკრაინასთან კი სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს.

„ჩვენ იძულებულები ვართ, გავიყვანოთ ჯარი ქუჩებიდან. ნახევარი არმიის მობილიზება მოვახდინოთ და დავხუროთ დასავლეთ საზღვრები, უპირველეს ყოვლისა ლიეტუვასთან და პოლონეთთან. ჩვენ იძულებულები ვართ გავაძლიეროთ სასაზღვრო კონტროლი ჩვენს მოძმე უკრაინასთან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ბელარუსს ომი არ სურს. ლუკაშენკომ ლიეტუველებს, პოლონელებსა და უკრაინელებს მიმართა, თავიანთი პოლიტიკოსები შეაჩერონ და ომის დაწყების უფლება არ მისცენ.

„არ შეიძლება ცხელ ომამდე მისვლა. არ მსურს, ბელარუსი, ან პოლონეთი და ლიეტუვა, გადაიქცნენ ბრძოლის ველად, სადაც სხვების საკითხები გადაწყდება. მსურს, მივმართო ლიეტუველ, პოლონელ და უკრაინელ ხალხს: შეაჩერეთ თქვენი შეშლილი პოლიტიკოსები და არ მისცეთ მათ ომის დაწყების უფლება,” – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...