მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: "რაც მოხდა, მოხდა და ამაზე საუბარს ახლა არ ვაპირებ''

ნიკა მელია: “რაც მოხდა, მოხდა და ამაზე საუბარს ახლა არ ვაპირებ”

Published on

ნაციონალური მოძრაობის წევრისა და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მისი დიდი სურვილი იყო, რომ რეგიონის ოლქებში საერთო კანდიდატები წარედგინათ. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

“რაც მოხდა, მოხდა და ამაზე საუბარს ახლა არ ვაპირებ. კარგი იქნებოდა და მე მოწადინებული ვიყავი, ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ეს მომხდარიყო ძალიან ბევრ ოლქში. დარწმუნებული ვარ, რომ გლდანის გარდა, პირველ ტურში რამდენიმე ოპოზიციონერი კანდიდატი გამარჯვებას მოიპოვებს”, — განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატია. მის მსგავსად საერთო კანდიდატები ოპოზიციამ თბილისის 6 ოლქში წარადგინა. რაც შეეხება რეგიონებს აქ ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან კოალიციაში არსებულმა პარტიებმა დამოუკიდებლად ყოფნა არჩიეს.

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ნიკა მელიას გამოკითხულთა 52% უჭერს მხარს. ,,ქარული ოცნების” კანდიდატს კობიაშვილს 33%. მელია ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ამბობს, რომ ის ამ შედეგს ელოდა. 

“მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რამაც ერთი-ათად გაზარდა შანსი, რომ გლდანში ოპოზიციამ პირველივე ტურში გაიმარჯვოს, არის ერთობა. ერთობა, რომელიც დაფიქსირდა გლდანის რაიონში – მთლიანი ოპოზიციური სპექტრი შევთანხმდით ერთ საერთო კანდიდატზე და ძალიან განსხვავებული ოპოზიციური პარტიების შტატები მუშაობენ ერთ საერთო მაჟორიტარზე, ამ შემთხვევაში ნიკა მელიაზე”.- ამბობს მელია. 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...