მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპირებული სოხუმიდან ქუთაისში პაციენტი გადმოიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია

ოკუპირებული სოხუმიდან ქუთაისში პაციენტი გადმოიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია

Published on

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული სოხუმიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. როგორც ინფექციურ კლინიკაში On.ge-ს განუცხადეს, 69 წლის კაცს პნევმონია და სუნთქვის უკაკმარისობა აღენიშნება. Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში გუშინ 14 სექტემბერს შეიყვანეს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 13 სექტემბერს, სოხუმში Covid-19-სგან 84 წლის ქალი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, ინფიცირებული საკუთარ სახლში მკურნალობდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 18 ადამიანს დაუფიქსირდა. თუმცა, უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. მათივე ცნობით, ამ დროისათვის გუდაუთის საავადმყოფოში Covid-19-ს დიაგნოზით 62 ადამიანი მკურნალობს. 8 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 19 პაციენტი საშუალო სირთულისაა, 2 სამკურნალოდ სოჭში გადაიყვანეს.

დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ჯამში კორონავირუსი 674 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 186 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 7.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...