მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მუნიციპალტეტში სკოლების ნაწილი საკლასო ოთახებში დაიწყებს სასწავლო პროცესს, ნაწილი კი დისტანციურად...

ზუგდიდის მუნიციპალტეტში სკოლების ნაწილი საკლასო ოთახებში დაიწყებს სასწავლო პროცესს, ნაწილი კი დისტანციურად [Video]

Published on

ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი სხვადასხვა დროს იწყება, ვინაიდან კოვიდვირუსთან დაკავშირებული სიტუასციის გამო დიდ ქალაქებში და მათ შორის ზუგდიდის სკოლებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. აღნიშნულ სკოლებში გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ქალაქის სკოლებისგან განსხვავებით სწავლის დაწყების ნება სოფლის სკოლებს გარკვეული რეგულაციების დაცვის გათვალისწინებით დართეს. ჩვენი გადამღები ჯგუფი რუხის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც ხვალინდელი დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. რამდენად შეძლებენ ისინი რეგულაციების დაცვას და როგორ ემზადებიან ახალი სასწავლო წლისთვის, ამის შესახებ სკოლის მასწავლებლები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ სასწავლო პროცესის დაწყებას მონატრებულები იყვნენ, რაც შეეხება ონლაინ სწავლების მეთოდს, მათი თქმით, თავიდან ეს პროცესი სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მოკლე დროში მოსაწვლეებთან ერთად პრობლემების დაძლევა მოახერხეს.
რუხის სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით უხარიათ, მათი თქმით, პანდემიის დროს ონლაინ გაკვეთილებს როგორც დადებითი, ასევე ბევრი უარყოფითი მხარე ქონდა.
ქალაქის სკოლები ონლაინ სწავლების სისტემით იწყებენ ახალ სასწავლო პროცესს. ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის ნინო ბულიას თქმით, სკოლა მზადაა ახალი სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადასვლით დაიწყოს. მას იმედი აქვს, რომ მოსწავლეები სწავლას მალე ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...