მთავარისიახლეებიეკონომიკასანამ თხილის მოსავალი ტკიპას არ გაუნადგურებია... - გლეხები მთავრობისგან დახმარებას ...

სანამ თხილის მოსავალი ტკიპას არ გაუნადგურებია… – გლეხები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ

Published on

თხილის პლანტაციებში აქტიური საქმანობის დრო დგება – წელს, ისე როგორც ყოველთვის, დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალს არაერთი საფრთხე ემუქრება, რაც დროული ზომების მიღებას მოითხოვს  თხილის მწარმოებელი ფერმერებისგან, მოსახლეობისგან, ერთერთი მნიშვნელოვანი საფრთხეა ე.წ.  თხილის ტკიპა.  
 
დასავლეთ საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დაზიანებული კვირტებიდან ტკიპების მასიური გამოსვლა მოსალოდნელია 15 აპრილიდან 15 მაისამდე, სწორედ ამ პერიოდში უნდა მოხდეს თხილის კულტურის ქიმიური დამუშავება, რაც გულისხმობს თანმიმდევრულსა და კომპლექსურ ღონისძიებებს:   
1. დაავადების  დადგენა. თუ შეამჩნევთ, რომ ზოგიერთი კვირტი სხვა კვირტებთან შედარებით 10-15-ჯერ დიდია. მის შიგნით წარმოშობილია ღია მწვანე, მოვარდისფრო ან მოყავისფრო მასა და განიცდის დეფორმაციას კვირტის ტკიპასთან გაქვს საქმე.
2. დროის შერჩევა. შეწამლეთ მარტსა და აპრილში, როდესაც მცენარეზე მეორე და მესამე ფოთოლი იშლება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 10-120C-ზე მეტი იქნება. ამ დროს ტკიპა იწყებს მიგრაციას. წამლობა არ ჩაატაროთ მზიან და წვიმიან ამინდში.შეწამვლა უნდა გაიმეოროთ ივლისის ბოლოს. 
3. პრეპარატის შერჩევა. მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენეთ კონტაქტური აკარიციდი. კვირტის ტკიპას წინააღმდეგ განსაკუთრებით ეფექტურია აკარიციდები მოქმედი ნივთიერებით – ფენპიროქსიმატი.
4. შეწამვლა.  შეასხურეთ წინასწარ მომზადებული ნაზავი თხილს. შეწამვლისას დაიცავით უსაფრთხოების წესები. გამოიყენეთ სპეცტანსაცმელი. არ შეეხოთ პრეპარატს დაუცველი ხელებით.
 
მოსახლეობის მზაობა  ტკიპასთან მასობრივი ბრძოლისთვის არასაკმარისია,  გლეხები შხამ-ქიმიკატების პროგრამის დაწყებას და მასში ოპერატიულად ჩართვისთვის მთავრობას მიმართავენ.
შეგახსენებთ, სამეგრელო – ზემო სვანეთში თხილის კულტურას 30 ათასზე მეტი ჰექტარი ფართობი უკავია.  

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...