მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს ოპოზიცია ხელს აწერს ქცევის კოდექსს, რომ გამოირიცხოს ყველა ზეწოლა

დღეს ოპოზიცია ხელს აწერს ქცევის კოდექსს, რომ გამოირიცხოს ყველა ზეწოლა

Published on

„ლეიბორისტული პარტიის” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ქცევის კოდექსს მოაწერენ ხელს, რომელიც მათ მიერ არის შემუშავებული. როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულით ოპოზიციის წარმომადგენლები სამართლიანი თამაშის წესებზე თანხმდებიან.

„დღეს არის ოპოზიციის მორიგი შეხვედრა. ბევრი პარტია დღეს ვაწერთ ხელს ქცევის კოდექსს, რომლითაც ვთანხმდებით სამართლიანი თამაშის წესებზე არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს, თუმცა სამწუხაროა ის, რომ “ქართული იქნება” არ იცავს ამ ქცევის წესს და უკვე არის ძალადობის ფაქტები, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ძალადობის ფაქტი იყო ჩვენი პარტიის წევრებზე, მათ შორის შანტაჟის, ზეწოლის, რომელშიც საპატრულო პოლიციაც კი ჩართული იყო”,-აცხადებს ჩიხლაძე.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთმანეთთან თანამშრომლობს.

“ხმების დათვლის მიმართულებით ჩვენ შევქმენით საერთო შტაბი, ახლა ქცევის კოდექსს ვაწერთ ხელს, რომ გამოირიცხოს ყველა ზეწოლა. ეს არის ჩვენი შიდა შეთანხმება. მოვუწოდებთ, რომ კიდევ კიდევ ბევრმა პარტიამ მოაწეროს ამას ხელი“, – აცხადებს ჩიხლაძე.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...