მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული ტესტებიდან კორონავირუსი 28 პირს დაუდასტურდა, ყველა მათგანი ოკუპირებული...

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული ტესტებიდან კორონავირუსი 28 პირს დაუდასტურდა, ყველა მათგანი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა [Video]

Published on

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამეგრელოს მასშტაბით გამოკვლეული 717 პირიდან კორონავირუსი 28 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიიდან აცნობეს. გუბერნატორის მოადგილის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ყველა მათგანი ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ცხოვრობს. ისინი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. კოვიდინფიცირებული პირები ენგურჰესის თანამშრომლები არიან და ზუგდიდში შეხება არ ქონიათ. მალხაზ თორიას ინფორმაციით, მოხდება ინფიცირებულების ტრანსპორტირება და ისინი სხვადასხვა საავადმყოფოებში განთავსდებიან.

გუშინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ზუგდიდის რაიონიდან 253 ნიმუში გაიტესტა,  საიდანაც   82 საბერიოდან იყო . მათ შორის ცხელების ცენტრის 8 პაციენტი , მედპერსონალის  140 წარმომადგენელი, საკარანტინო სივრციდან 5, თვითიზოლაციიდან 4, შსს-ს  11 თანამშრომელი, ეპიდკერაში მყოფი პირი 2 პირი, დიალიზზე მყოფი 1 პირი, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები საბერიოდან  82. შედეგები საბერიოს კონტაქტებიდან 28 დადებითია, დანარჩენი უარყოფითია. ერთი პაციენტი რუხის კლინიკიდან ორჯერადი უარყოფითი შედეგით გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი შუალედურად  გაიტესტა და ისიც  უარყოფითია

სიახლეები

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო Flydubai ისრაელში ფრენებს აჩერებს

"ვფიქრობ, ეს დაუჯერებელი ისტორიაა... მე ვრცლად ვესაუბრე ბიბი ნეთანიაჰუს ამ მოვლენის შესახებ და, როგორც...