მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ლელო - საქართველოსთვის“ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პროვოკაციის მოწყობაში „ქართულ...

„ლელო – საქართველოსთვის“ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პროვოკაციის მოწყობაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს [Video]

Published on

 „ლელო – საქართველოსთვის“  ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პროვოკაციის მოწყობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ადანაშაულებს. ზუგდიდის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ის პირები დაასახელა, ვინც ღონისძიების ჩაშლა სცადა. ფოტომასალებზე, რომელიც პარტიამ წარმოადგინა, ლიდერების თქმით, იდენტიფიცირებული არიან ზუგდიდის მერიის ააიპის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დალი ლატარია, ვახტანგ ზარანდია და სხვადასხვა აიპ-ის თანამშრომლები, როლანდ მაქაცარია და ზუგდიდის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის უფროსი მადონა მაქაცარია

„ლელოს“  ბრალდებებს „ქართული ოცნების“ შტაბში უპასუხეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თაზო ფაცაციას თქმით, ეს ადამიანები არიან ეროვნული მოძრაობის წევრები და ბუნებრივია ხაზარაძესთან ექნებოდათ კითხვები, ფაცაციას განცხადებით, დავალებების მიცემა მათი სტილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ლელოს“ მიერ დაგეგმის ღონისძიებაზე, სადაც ზუგდიდის მაჟრიტარობის კანდიდატის წარდგენა უნდა ყოფილიყო, ინციდენტი მოხდა. მამუკა ხაზარაძესა და მის თანაპარტიელებს რამდენიმე ადგილობრივი დახვდა. როგორც ისინი ამბობენ, ეროვნულ მოძრაობას წარმოადგენენ და მამუკა ხაზარაძე, მათი მტკიცებით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ებრძოდა.”ლელოს” წარმომადგენლებმა მათ რუსული ნარატივის გამტარებლები უწოდეს. ინციდენტი ღონისძიების დაწყებამდე მოხდა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...