მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოცხო ეწერში და-ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

ფოცხო ეწერში და-ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა [Video]

Published on

წალენჯიხაში, სოფელ ფოცხო ეწერში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. Covid-19 თბილისიდან ჩასულ, წალენჯიხაში მცხოვრებ და-ძმას დაუდგინდათ. სუსტად დადებითია მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრის, არასრულწლოვნის ტესტის პასუხიც.

სამივე მათგანი 29 აგვისტოს თბილისში, ქორწილში იმყოფებოდა. ინფიცირებულების ოჯახის წევრები და მათთან უშუალო კონტაქტში მყოფი 8 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.

ეპიდემიოლოგები მუშაობენ როგორც წალენჯიხაში, ასევე, სენაკში, მარტვილსა და ფოთში, სადაც ბოლო დღეებში, ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. ამ დრომდე გამოკვლეულ მათ არცერთ კონტაქტს COVID-19 არ დაუდგინდა.

რაც შეეხება რუხის კლინიკას, აქ 19 პაციენტი მკურნალობს.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...