მთავარისიახლეებისაზოგადოებაქალებისა და ბავშვების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა კოვიდის პირობებში

ქალებისა და ბავშვების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა კოვიდის პირობებში [Video]

Published on

კორონავირუსმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა მსოფლიო, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები, რომლებიც  აუცილებელი ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების წინაშე დადგნენ, სწორედ ამიტომ ცენტრი აფხაზეთის მიერ განხორციელდა პროექტი „ქალებისა და ბავშვების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა კოვიდის პირობებში“

პროექტის მიზანია სოციალური დისტანციისა და ონლაინ სამუშაო რეჟიმის პირობებში გაზრდილ ყოფით კრიზისულ სიტუაციებთან, შფოთვასა და დაღლილობასთან გამკლავების უნარებისა და ცოდნის გაზრდა ქალებისთვის;

– ბავშვებისთვის მათი თავისუფალი დროის უფრო პროდუქტიულად დაგეგმვის სწავლება;

– დაწყებითი სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის დისტანციური სწავლებისთვის გამოყენებადი პროგრამების სწავლება.

პროექტში ჩართულობით კმაყოფილი არიან როგორც მშობლები, ასევე ბავშვებიც.

პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის, რომ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს კონფლიქტით დაზარალებული ეკონომიკურად მოწყვლადი ახალგაზრდა ქალები და ბავშვები, რომლებიც ცხოვრებენ ზუგდიდში, გალში და საზღვრისპირა სოფლებში და ხორციელდება როგორც ზუგდიდში, ასევე გალში.

ბრიტანეთის აელჩოს მიერ დაფინანსებულ  პროექტში  50-მდე ახალგაზრდა ბენეფიციარი ქალი, 6-დან 10 წლამდე 50 ბავშვი და 3ო მშობელი ჩაერთო.

სიახლეები

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას...

შსს- დავაკავეთ პირი, რომელმაც 2023 წელს მოქალაქე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ბრალდებულმა ნ.ქ.-მ...

ზურაბიშვილი- ახალი შიშის დასანერგად ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება

რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს - პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად. ომის შიშის დანერგვის...