მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთიდან დაბრუნებული ღვთისმშობლის ხატი ბაგრატის ტაძარში დაბრძანდება

აფხაზეთიდან დაბრუნებული ღვთისმშობლის ხატი ბაგრატის ტაძარში დაბრძანდება [Video]

Published on

ენგურის ხიდიდან, საოკუპაციო ხაზიდან გადმოაბრძანეს აფხაზეთიდან დაბრუნებული ღვთისმშობლის ხატი. ხატის დაბრუნების და ხიდთან გადმობრძანების პროცესს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები და აქტივისტები ესწრებოდნენ. ასევე სასულიერო პირები. ამ ხატს თბილისის მიმართულებით სასულიერო პირები მიაბრძანებენ და სავარაუდოდ ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში დააბრძანებენ. ცნობისთვის, აფხაზებმა ენგურის ხიდამდე ღვთისმშობლის ხატი რამდენიმე დღის წინ მოაბრძანეს. მანამდე ხატის დაბრუნების შესახებ განცხადება “აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც” გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები მიუღებელია მანამ, სანამ ქართული ეკლესია აფხაზურის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ქართველმა პოლიტიკოსებმა – პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გიორგი ლომიამ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი რამდენიმე კვირის წინ ჩააბრძანეს.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...