მთავარისიახლეებისაზოგადოებაცენტრმა „აფხაზეთმა“ ზუგდიდში მცხოვრები ხანდაზმულებისათვის შინმოვლის სერვისი აამოქმედა

ცენტრმა „აფხაზეთმა“ ზუგდიდში მცხოვრები ხანდაზმულებისათვის შინმოვლის სერვისი აამოქმედა [Video]

Published on

ცენტრმა „აფხაზეთმა“ ზუგდიდში მცხოვრები ხანდაზმულებისათვის შინმოვლის სერვისი აამოქმედა. პროექტის ფარგლებში  სამედიცინო სახის მომსახურებას დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ  მოხუცებს უწევენ. მარტოხელა, თვითმოვლის უუნარო, ქრონიკული დაავადების მქონე მოხუცებს სამედიცინო სახის მომსახურებას სახლებში კომპეტენტური პერსონალი ასრულებს. ვიზიტები ბენეფიციარებთან კვირაში  2-3 ჯერ ხორციელდება. ბენეფიციარები ძირითადად მარტოხელა ხანდაზმულები არიან, რომლებსაც ჰიგიენურ პროცედურებში დახმარება, მასაჟი, ოთახის მოწესრიგება, წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების მიტანა სჭირდებათ. ამ ეტაპზე, ცენტრი „აფხაზეთი“ შინმოვლის სერვისს ზუგდიდში დევნილთა 5 კოლექტიურ ცენტრში 21  ხანდაზმულისთვის ახორციელებს, პროგრამა 15 აგვისტოდან დაიწყო. ცენტრი აფხაზეთი ამ ეტაპზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან რეფერირების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან პროექტის დასრულების შემდეგ, სერვისი მუნიციპალიტეტმა გააგრძელოს.მერიაში აცხადებენ, რომ  ბენეფიციარები სერვისის გარეშე არ დარჩებიან და მერიის პროგრამაში ჩერთვებიან.

პროექტი – „COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში”გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...