მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა ამბობს, რომ მის პლაკატებს ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანის პლაკატები გადააკრეს

გიგი უგულავა ამბობს, რომ მის პლაკატებს ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანის პლაკატები გადააკრეს [Video]

Published on

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მის საარჩევნო პლაკატებს ზუგდიდში წუხელ “ქართული ოცნების” მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის პლაკატები გადააკრეს. ოპოზიციური კანდიდატის თქმით, დღეს სამეგრელოში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ელოდებიან და სადაც მისი მარშუტია გაწერილი, სწორედ იმ ადგილებშია პლაკატები გადაკრული. “სირცხვილია, მარტო იმ მარშუტზე გადააკრეს, რა მარშუტზეც გახარიამ უნდა გაიაროს. ჯერ ბატონ ჩიქოვანს მინდა ვუთხრა, რომ კინოფილმები მაინც ნახოს ძველი ქართული და მიხვდება რომ აქედან მაინც ვერ წაშლის და შევადნაძის დროინდელი მეთოდებით მუშაობა შორს ვერ წაიყვანს. ველურობაზე მე არ ვპასუხობ ველურობით და ჩვენ ამ პლაკატებით დავხვდებით პრემიერს, რომელზეც კარიკატურული გამოსახულებაა ივანიშვილის და ყველგან, სადაც გახარია გაივლის, დახვდება ივანიშვილი, რომელსაც ჩემოდანი აქვს ჩალაგებული და იპარავს ზუგდიდის აბრას”- განაცხადა გიგი უგულავამ და კარიკატურული პლაკატები სახელწოდებით “ბიძინას გაძევება ზუგდიდიდან” ბოძებზე გააკრა. უგულავა აპირებს, ცესკოში შესაბამისი სარჩელიც შეიტანოს.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...