მთავარისიახლეებისაზოგადოებარუხის მოსახლეობის პროტესტი - ადგილობრივები სამი წელია, ცალმხრივად დაგებული გზის დასრულებასა და...

რუხის მოსახლეობის პროტესტი – ადგილობრივები სამი წელია, ცალმხრივად დაგებული გზის დასრულებასა და დრენაჟის მოწყობას ითხოვენ [Video]

Published on

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხის მოსახლეობა სამი წელია, ცალმხრივად დაგებული გზის დასრულებასა და დრენაჟის მოწყობას ითხოვს.  სათოდუოს უბნის მოსახლეობის თქმით, დღეს დილით ტექნიკა უბანში მას შემდეგ შემოიყვანეს, რაც ადგილობრივებმა მერია გააფრთხილეს, რომ მოსახლეობა საპროტესტო აქციას გეგმავდა. პროექტის მიხედვით, გზა 6 მეტრ-ნახევარი უნდა ყოფილიყო , თუმცა დაგებული გზის პირველადი საფარი 4 მეტრამდეა. კიდევ ერთი პრობლემა, რაც რუხელებისთვის პროტესტის მიზეზი გახდა, წყალსაწრეტი არხების გაყვანაა. კომპანიამ არხები გაჭრა, თუმცა სამი წელია, სამუშაოები მიატოვა. დატოვებული ორმოები მოსახლეობას საშიშროებას უქმნის, უამინდობის დროს ჭიშკართან დატოვებულ ორმოებში წყალი დგება, შიშის გამო კი მოსახლეობა ბავშვებს  ქუჩაში ვერ უშვებს.ადგილობრივებს საკუთარ სახლებში შესასვლელი ფიცრებით აქვთ გაკეთებული. მოსახლეობამ, პროტესტის ნიშნად, ტექნიკას მუშაობის განახლების  საშუალება არ მისცა და ამბობენ, რომ რუხის გზა ევროსტანდარტებით შესაბამისად თუ არ დაპროექტდა, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

რაც შეეხება მერიას, აცხადებენ, რომ აქცია მიზანმიმართულად გარკვეული ჯგუფის მიერ იყო მართული.

უწყების ინფორმაციით,  რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ ზ. თოდუას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.

სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპი წელს დასრულდება.

პროექტის ღირებულება 938 506 ლარს შეადგენს.

გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება,- აცხადებენ მერიაში

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...