მთავარისიახლეებისაზოგადოებაწარჩინებულ სტუდენტებს მესამე კურსიდან მასწავლებლობა შეეძლებათ- განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს

წარჩინებულ სტუდენტებს მესამე კურსიდან მასწავლებლობა შეეძლებათ- განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს

Published on

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალგაზრდა თაობის მასწავლებლების გასაზრდელად ახალი პროგრამის დაწყებას გეგმავს. პროგრამა სტუდენტებში პედაგოგობის სურვილის გაჩენასა და შემდგომ წასახალისებას ისახავს მიზნად.ალექსანდრე ჯეჯელავას  იმედი აქვს, რომ ამ პროგრამის დაწყებას მომავალი წლიდან შეძლებენ.„პროგრამა უნდა გავაკეთოთ. ვმუშაობთ ამ პროგრამაზე, რომ წარჩინებულ სტუდენტებს მესამე კურსზე მივაკითხოთ და შევთავაზოთ, რომ მოსინჯონ მასწავლებლობა. ბუნებრივია, საუბარია იმ ფაკულტეტებსა და სპეციალობებზე, რომლის პედაგოგიც სკოლებში გვჭირდება. საბჭოთა დროს პედაგოგიური ინსტიტუტები იყო დაბალი თამასის მატარებელი და ჩვენ გვინდა, რომ ყველაზე მაღალი  აკადემიური მოსწრების სტუდენტები შევიტყუოთ პედაგოგიურში. ტოპ სტუდენტებს მივაკითხავთ და შევთავაზებთ, რომ მოსინჯონ პედაგოგობა“, –  განაცხადა მინისტრმა.ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ამ პროცესში როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივესიტეტები იქნებიან ჩართული.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...