მთავარისიახლეებიუცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

Published on

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, რუსეთის, უზბეკეთის, ვიეტნამის, ნიგერიის, იორდანიის, ბურუნდის, სუდანის, ჩინეთის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ლიბანის, მოლდოვას, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების – მოქალაქეები.

მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2036 უცხოელი არალეგალი გააძევეს საქართველოდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, რუსეთის, უზბეკეთის, ვიეტნამის, ნიგერიის, იორდანიის, ბურუნდის, სუდანის, ჩინეთის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ლიბანის, მოლდოვას, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 126 მოქალაქე.

მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2036 უცხოელი არალეგალი გააძევეს საქართველოდან, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ძალაში შევიდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ცალკეული რეგულაციები.

ახალი რეგულაციები პასუხობს თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს და მიზნად ისახავს მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნასა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებას,” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...