მთავარისიახლეებისაზოგადოება"არა ჩადებას" - ქვეყანაში მოქმედ ნარკოპოლიტიკასა და მისი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებას...

“არა ჩადებას” – ქვეყანაში მოქმედ ნარკოპოლიტიკასა და მისი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გააპროტესტეს.

Published on

 ორთაჭალაში რიგითი მოქალაქეები, დაკავებულების ოჯახის წევრები და მესამე სექტორის  წარმომადგენლებიშეიკრიბნენ. აქციაზე ასევე იმყოფებოდა  საქართველოს პრეზიდენტის შვილი და სიძე.აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ჯიბეები ამოიკერეს. „ვაპროტესტებ ნარკოპოლიტიკას და გვერდში ვუდგავარ ჩემს მეგობარს, რომელსაც ნარკოტიკი ჩაუდეს და უკანონო პატიმრობაშია. ვაპირებ რომ ბოლომდე დავუდგე  მას გვერდში და ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მსგავსი პრობლემა შეექმნა. ვფიქრობ, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები რადგან ასე იდევნებიან, ალბათ არის რაღაცა კავშირი ამ ყველაფერში და მე მგონი ამაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს,“-განაცხადა ანა მარგველაშვილმა.სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა.„როდესაც ჩვენ გასულ წელს ივნისში გაგვაჩერეს, გადმოგვიყვანეს მანქანიდან, გაგვჩხრიკეს, შემდეგ სახლშიც შემოვიდნენ და რა თქმა უნდა მანქანაც სუფთა იყო, სახლიც სუფთა იყო და ჩვენ სამივე სუფთა ვიყავით მე, თორნიკე კაჭარავა და მიხეილ თათარიშვილი. მაგის მერე შემოდიოდა მესიჯები ჩვენთან, რომ ქვეყანა უნდა დაგვეტოვებინა, თუ ქვეყანას არ დავტოვებდით მაშინ ჩაგვიდებდნენ. ან ნარკოტიკს ჩაგვიდებდნენ ან იარაღს ჩაგვიდებდნენ და რა თქმა უნდა რომ დაფიქრდები, მაგყველაფერს დააკავშირებს ერთმანეთთან,“-აცხადებს გოგოჭური.გოგოჭური ამბობს, რომ მის სახლს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებენ.აქციას ასევე ესწრებოდა  გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, რომლის შვილიც ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.„ჩვენ ამ მანქანას მოვახერხებთ და შევაჩერებთ, მოვახერხებთ იმას, რომ ეს შიში გავტეხოთ და პოლიციელების ძალადობას წინ აღვუდგეთ,“-განაცხადა ელისო კილაძემ.დღევანდელი აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი და თეთრი ხმაურია.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...