მთავარისიახლეებისაზოგადოებათენგიზ ჯგუშიამ კომბინატის მოსახლეობას ცემენტის ქარხნის დემონტაჟის შესახებ განკარგულება გააცნო

თენგიზ ჯგუშიამ კომბინატის მოსახლეობას ცემენტის ქარხნის დემონტაჟის შესახებ განკარგულება გააცნო [Video]

Published on

“სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ კომბინატის მოსახლეობას ცემენტის ქარხნის დემონტაჟის შესახებ განკარგულება გააცნო. შეგახსენებთ, რომ ცემენტის ქარხნის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებთან ერთად “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა პეტიცია შეიმუშავეს და ცემენტის ქარხნის დემონტაჟი მოითხოვეს მაშინ საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა და გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო იყო.თუმცა, რამდენიმე დღეში ზუგდიდში ცემენტის ქარხნის დემონტაჟის მითითება გაიცა.

შპს კოლხეთცემენტის დირექტორს რუბენ გახარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მითითება მისცა, სადაც წერია, რომ უკანანოდ დაწყებული მშენებლობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. “შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ქ.ზუგდიდში, ჯანაშიას ქ 1-ში შპს “კოლხეთ-ცემენტის” მიერ ცემენტის საწარმოს უნებართვო მშენებლობის ფაქტი, რაზედაც გეგზავნებათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითება N 11 უნებართვოდ აშენებული ცემენტის საწარმოს დემონტაჟის თაობაზე.”- წერია განცხადებაში.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...