მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ოკუპაცია იღებს უფრო და უფრო გროტესკულ ფორმებს და ამაზე საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები...

,,ოკუპაცია იღებს უფრო და უფრო გროტესკულ ფორმებს და ამაზე საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები არაადეკვატურია” – ნიკა რურუა

Published on

9 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო მუშაობს დოკუმენტზე, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსიის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის საქმის კურსში ჩაყენებას ითვალისწინებს, – აღნიშნულთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. საბჭო დოკუმენტის ტექსტს დღეს გაავრცელებს. 
 
როგორც ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ განუცხადა, ეს დოკუმენტი კონკრეტულად ეხება რუსეთის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთების მიერთებას. 
 
”საკოორდინაციო საბჭო მუშაობს დოკუმენტის ტექსტზე, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტს. საუბარია ე.წ. სამხრეთ-ოსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთების რუსეთის არმიის მიერ შეერთებაზე. ეს სიტუაციას არსებითად არ ცვლის, მაგრამ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ანექსია გრძელდება. ოკუპაცია იღებს უფრო და უფრო გროტესკულ ფორმებს და ამაზე საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები არაადეკვატურია და ვერ რეაგირებს თავისუფალი სამყაროსა და საერთაშორისო თანამეგობრობის საქმის კურსში ჩაყენების თაობაზე. ამ მიმართულებით ინფორმაციას ვაწვდით როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე დანარჩენ მსოფლიოს, თუ რა მიზნებს ემსახურება პუტინის ეს ნაბიჯი. ეს არის მკაფიო არაორაზროვანი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც გვინდა, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ამას არ აკეთებს. სწორედ ამაზე უნდა მუშაობდეს საქართველოს ხელისუფლება და განგაშის ტონით უნდა ამცნოს დღეს მთელ სამყაროს ამ უკანონობის შესახებ”, – განაცხადა რურუამ. 

სიახლეები

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...